Jump to content

User:Leledoborjginidze

From Wikipedia, the free encyclopedia

ლერი დობორჯგინიძე დაბადების თარიღი: 1947 გარდაცვ. თარიღი: 1993 (46 წლის ასაკში) კატეგორია: მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი ᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1970 წელს; 1970-1973წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის თბილისის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლობდა.

1973-1974წწ. - ა. რაზმაძის სახელობის თბილისის მათემატიკის ინსტიტუტი, უფროსი ლაბორანტი; 1976-1983წწ. - უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1988წწ. - წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; პარალელურად, 1983 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, უმაღლესი მათემატიკის კათედრა, დოცენტი, პროფესორი; 1990 წლიდან - თეორიული მექანიკის კათედრის გამგე. მისი სამეცნიერო ნაშრომები მიძღვნილია დრეკადობისა და პლასტიკურობის არაწრფივი თეორიის ამოცანებისადმი; კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიისა და ინტეგრალურ განტოლებათა თეორიის მექანიკასა და ტექნიკაში გამოყენების პრობლემებისადმი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი (1988).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.215

ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ, ᲐᲡᲝᲪᲘᲐᲪᲘᲘᲡ ᲐᲜ ᲯᲒᲣᲤᲘᲡ ᲬᲔᲕᲠᲘ საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ ინტეგრალური განტოლებები და მათი ზოგიერთი გამოყენება (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1986. - 238გვ. მათემატიკური ფიზიკის განტოლებათა ძირითადი საკითხები (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1982. - 142გვ.