Jump to content

User:Iberieli/Sandbox

From Wikipedia, the free encyclopedia

blanked WP:COPYARTICLE, old revision of Varlam Urdia, which this editor subsequently worked on

Tools

[edit]

Speedy deletion|reason ({{}}) <---- [1]

subst:uw-vandalism4im ({{}}) <---- [2]

sources template [3]


dubious|date=July 2008 (dubious) ({{}}) <---- rs|date=July 2008 (unreliable sources) ({{}}) <----

ToDo

[edit]

იაკობ ნიკოლაძე ვიკიპედიიდან (გადამისამართდა გვერდიდან ნიკოლაძე, იაკობ) გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძე(დ. 16 მაისი/28 მაისი, 1876, ქუთაისი ― გ. 10 მარტი, 1951, თბილისი), ქართველი მოქანდაკე, ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი. საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1946), ყოფილი სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი (1947), თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი პროფესორი (1922). სკკპ-ის წევრი 1939 წლიდან.

ბიოგრაფია [რედაქტირება]

სწავლობდა მოსკოვში, სტროგანოვის ცენტრალური სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში (1892-1894), ოდესის სამხატვრო სკოლაში (1894-1895 და 1897-1898), პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში (1899-1901). ნიკოლაძის პირველ მნიშვნელოვან ნაწარმოებში, რომელიც 1895 წელს შეიქმნა ("იმერელი გლეხი", თიხა, დაკარგულია), უკვე ჩანდა მოქანდაკის სწრაფვა ადამიანის შინაგანი სამყაროს გადმოცემისაკენ.

1897 ნიკოლაძემ შექმნა ალექსი-მესხიშვილისა და შოთა რუსთაველის პორტრეტები. 1901 ნიკოლაძე მცირე ხნით პარიზიდან საქართველოში ჩამოვიდა; 1902 წელს იგი ამიერკავკასიის ხელოვნების წამახალისებელი საზოგადოების სამხატვრო სკოლაში მიიწვიეს მასწავლებლად. 1902-1903 ნიკოლაძემ ამიერკავკასიის სასოფლო-სამეურნეო გამოფენის ცენტრალური პავილიონისათვის შექმნა დეკორატიული რელიეფი და ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტების სერია ( შიო არაგვისპირელი, ვასო აბაშიძე, კოტე მესხი, ტასო აბაშიძე და სხვები). ამ ნამუშევრებში ნიკოლაძე უკვე გამოჩნდა როგორც დასრულებული, პროფესიულად საკმაოდ მაღალ დონეზე მდგარი მოქანდაკე. ნიკოლაძე 1904-1910 ისევ პარიზში ცხოვრობდა, 1906-1907 მუშაობდა როდენის სახელოსნოში (ამ პერიოდს ასახავს ნიკოლაძის მოგონებათა წიგნი "ერთი წელი როდენთან").

აღნიშნული პერიოდის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: "ქარი"(ქვა, 1905), "ჩრდილოეთის ასული" (მარმარილო, 1906); "მოცეკვავე" (ბრინჯაო, 1906), "სალომე" (მარმარილო, 1906 - ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). როდენთან მუშაობამ გარკვეული კვალი დაამჩნია ამ ნამუშევრებს (მასალის ზედაპირის ზედმიწევნით დამუშავება, კრიალა და მქრქალი ზედაპირის ერთმანეთთან დაპირისპირება, ფორმების დანაწევრება). ნიკოლაძის პლასტიკა მატერიალურია, კომპოზიცია - ლაკონიური. ნიკოლაძის შემოქმედებას ახასიათებს სტატიკურობა, კამერულობა, ცხოველხატულობა, პოეტურობა; მოგვიანებით - შეკრული ფორმა, ჩაკეტილი კომპოზიცია. მოქანდაკე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა განათებას. მისთვის შუქი მოდელირების არსებითი საშუალება იყო. მისი ნამუშევრები სავსეა შინაგანი დინამიკით; პორტრეტები გამოირჩევა ღრმა ფსიქოლოგიზმით. ნიკოლაძის დიდი მონუმენტური ნამუშევარი იყო ი. ჭავჭავაძის საფლავის ძეგლი "მწუხარე საქართველო" (შეუკვეთეს 1908 პარიზში, იქვე შექმნა და ჩამოასხა ქალის მთლიანი ფიგურა, დაიდგა 1913 მთაწმინდის პანთეონში). ამის შემდეგ ნიკოლაძემ თუმცა რამდენიმე საფლავის ძეგლი და მთლიანი ფიგურა შექმნა, მაგრამ იგი მაინც ძირითადად პორტრეტისტი იყო.

საბჭოთა პერიოდში ნიკოლაძის შემოქმედება მრავალფეროვანი გახდა. 1925 შექმნა ლენინის პორტრეტი, რომელიც 1926 წელს მარმარილოში გამოკვეთა (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი); 1927 - ლენინის მეორე პორტრეტი (თაბაშირი), 20-იან წლებში - რევოლუციონერთა პორტრეტები ("ა. წულუკუძე", ქვა, 1921; "როზა ლუქსემბურგი", ქვა 1922, დაკარგულია; მარქსის ბიუსტი, ქვა, 1924, და სხვა).

მუშაობდა მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის შენობის ფასადისათვის სკულპტურულ ჯგუფზე "ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ჩამოყალიბების ისტორიიდან" და "საბჭოთა კავშირის მშვიდობიანი მშენებლობა" (ჰორელიეფი, 1934-1936, ქვა , გაიხსნა 1938), 1937-1938 შექმნა შოთა რუსთაველის 3 პორტრეტი (მრგვალი ბარელიეფი, ქვა; ოლალური, ტერაკოტა, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული გახდა, და ბიუსტი). 1922 წელს გაიხსნა ე. ნინოშვილისა (1908-1910, ბრინჯაო, თბილისი), ხოლო 1923 წელს ა.წერეთლის (1915, ქვა, ამჟამად ხელოვნების მუზეუმში, მათ ადგილზეა ბრინჯაოს ახალი ძეგლები თბილისში). ნიკოლაძეს ეკუთვნის ახალგაზრდა სტალინის პორტრეტი "დიადი ჭაბუკი" (1940), რისთვისაც დამახასიათებელია ფორმის მთლიანობა, სიმკვრივე, მარმარილოს ზედაპირის ოსტატურად დამუშავება, ფსიქოლოგიური სიღრმე. ი. ნიკოლაძე. ჩახრუხაძის პორტრეტი. მარმარილო. 1948. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი ი. ნიკოლაძე. ჩახრუხაძის პორტრეტი. მარმარილო. 1948. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი

1944 წელს შექმნა XII საუკუნის ქართველი პოეტისა და მოაზროვნის - ჩახრუხაძის პორტრეტი (თაბაშირი; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1946, ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი), მოგვიანებით მან იგი მარმარილოში გადაიტანა და რამდენადმე შეცვალა პირველი ვარიანტი (1948, მარმარილო, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). რბილი, ფერწერული შუქ-ჩრდილი, ძირს დახრილი თვალები, პორტრეტს განსაკუთრებულ და თავისებურ პოეტურობას ანიჭებს. ჩახრუხაძის პორტრეტი მოქანდაკის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. 1947 წელს პორტრეტით «ვ.ი.ლენინი "ისკრის" პერიოდში» (ბრინჯაო, ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1947) ნიკოლაძემ დაამთავრა ვ.ი. ლენინის სახეზე 1926 დაწყებული მუშაობა. პორტრეტის პლასტიკა უბრალოა, ლენინის გარეგნულად მშვიდ სახეზე იგრძნობა დიდი ნებისყოფა, აზრის შინაგანი სიღრმე და ძალა. სხვა ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის (ქვა,1938, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), აკადემიკოს შ.ამირანაშვილის (თაბაშირი, 1940, ი. ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი), ივანე ბერიტაშვილის (ბრინჯაო, 1943, აღმოსავლეთ ხალხთა ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი), ივანე ჯავახიშვილის (ბრინჯაო, 1946, თსუ) პორტრეტები, გენერალ კ.ლესელიძის ძეგლი (მარმარილო, 1947, თბილისი) და სხვა. დაჯილდოებულია 2 ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა [რედაქტირება]

   * ამირანაშვილი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971;
   * Беридзе В. В., Езерская И. А., Искусство Советской Грузии. 1921-1970, М., 1975;
   * ქარუმიძე ნ., ქსე, ტ. 7, გვ. 431, თბ., 1984



Merab Gelashvili (Georgian: მერაბ გელაშვილი) (-1993) was a Georgian Air Force pilot who was killed by Abkhaz militants during the civilian rescue operation on December 26, 1992.


Гелашвили Мераб , звание капитан, погиб 26 декабря 1992 года, награды: орден им Горгасали 2-ой степени

Это было перед новым годом 26 декабря, так помню я, мы с родным братом собирались ехать в Шрому к нему дамой и тут со стороны аэропорта летит вертолет я говорю брату: смотри Джимми Маисурадзе летит - сразу узнав его вертолет. Только он один мог так летать над Кодори! Вертолет полетел в сторону атара-абхазской потом било слышно как ракеты разрываются на земле. Вертолет обнаружил боевиков ... Отбомбившись, вертолет пролетел в обратную сторону в, аэропорт, по всей видимости закончились боеприпасы… Через некоторое время, вертолет вернулся на прежние позиции и начал вновь обстреливать банды боевиков. Мы с братом, стаяли на втором этаже дома и все видели своими глазами, как вдруг смотрим снизу под вертолетам загорелся шар… после чего вертолет качнуло и он начал падать, я стаял на балконе и у меня пошли слезы, я понял что вертолет сбили боевики. Я слышал про подвиги Маисурадзе (Джимми), я думал что его никогда не собьют, но увы, погибают и подобные асы. Через некоторое время я узнал, что с ним в сбитом вертолете находился мой родственник Гелашвили Мераб.