Jump to content

User:Fullworld123

From Wikipedia, the free encyclopedia

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა

[edit]
Business Chamber of Asian and Gulf Countries

„აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა“ არის არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ფუნქციონირებს მკაფიოდ განსაზღვრული ღირებულებათა სისტემით, რაც გულისხმობს სახელმწიფო და ბიზნეს სექტორს შორის არსებული საქმიანი ურთიერთობის გაღრმავებას და ურთიერთხელშეწყობას. ამასთან ერთად, ახალი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარებას.

გაერთიანების უმთავრესი მიზანია საქართველოს, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საინვესტიციო პროექტების რეალიზება, სამრეწველო და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა; აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის მამოძრავებელი იდეაა: „ბიზნესის მხარდაჭერა უწყვეტი განვითარებისთვის.“

ისტორია

[edit]

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა 2021 წელს მკაფიო მიზნებითა და კონცეფციით დაარსდა. ორგანიზაციის სადამფუძნებლო პრინციპები აზიის, სპარსეთის ყურისა და ამიერკავკასიის ქვეყნების ბიზნესსუბიექტებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ახალი კავშირების დამყარება იყო.

დღესდღეობით ბიზნესპალატა  46 ქვეყნის მასშტაბით, 4889 წევრ კომპანიასა თუ ფიზიკურ პირს აერთიანებს, ასევე ორგანიზატორი და მონაწილეა არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბიზნესფორუმის, კონფერენციისა და პანელური დისკუსიის[1]. 

მმართველი ორგანო[2]

[edit]

მეჰმეთ ბოზანი- აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პრეზიდენტი დავით ცირდავა- აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი (დამფუძნებელი) გიორგი ოთარიძე - აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის ვიცე-პრეზიდენტი

მისია[3]

[edit]

ბიზნესპალატის მისიაა აზიის, სპარსეთის ყურისა და ამიერკავკასიის ქვეყნების ბიზნესსუბიექტებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ახალი კავშირების დამყარება და ამ მიზნით:

  • ქვეყანათაშორისი და სექტორული კვლევების მეშვეობით საექსპორტო დერეფნებისა და საინვესტიციო სივრცეების გამოვლენა;
  • აზიის 46-ვე ქვეყანაში წარმომადგენლობების გაძლიერება და ბიზნესსუბიექტებსა თუ სამთავრობო/არასამავრობო უწყებებს შორის პირდაპირი საკომუნიკაციო არხების გამართვა. ქვეყნებსა და კორპორაციებს შორის ქვეყანათაშორისი, საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებების გაძლიერება.
  • წარმომადგენლობის გაფართოება 80-მდე ქვეყანაში.
  • ბიზნესპალატის წევრებისთვის საერთაშორისო-საექსპორტო ბაზრებსა თუ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ამასთან ერთად, მათი კანონიერი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე და ამ პროცესში, ეკომეგობრულ ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერების წახალისება.
  • საერთაშორისო შრომის ბაზრებზე მოთხოვნადი ადამიანური კაპიტალის განვითარება და ცოდნის ექსპორტი.

ხედვა[4]

[edit]

ბიზნესპალატა სტრუქტურულად გამართული ორგანიზაციაა, რომლის ხედვაც ორიენტირებულია ისეთი ბიზნესკლიმატის ფორმირებაზე, რომელიც მაქსიმალურად მიმზიდველი იქნება უცხოელი ინვესტორებისათვის. ორგანიზაციის წევრები იზიარებენ ხედვას, რომ თანასწორობისა და კანონიერების პრინციპებზე დაფუძნებული თავისუფალი ბაზარი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია თანამედროვე, წარმატებული სახელმწიფოებისათვის.

ბიზნესპალატის ორიენტირია სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის წარმომადგენელთათვის თანაბარი და ტოლერანტული ბიზნესგარემოს განვითარების ხელშეწყობა.

ღირებულებები[5]

[edit]

ბიზნესპალატის საყრდენი ღირებულებები:

  • პატივისცემა – სხვადასხვა სახელმწიფოების, კულტურისა და მრავალფეროვანი საზოგადოებების მიმართ უპირობო პატივისცემა;
  • კეთილსინდისიერება – ბიზნესპალატის მორალური პრინციპების უმაღლესი სტანდარტებით დაცვა;
  • პასუხისმგებლობა – ბიზნესპალატის მიერ არსებული მიზნების ერთგულება;
  • სრულყოფილება – მაღალი პროფესიონალური სტანდარტების დანერგვა.

ბიბლიოგრაფია:

[edit]